Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები:
თსუ   მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიურიხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).


201 9 -20 20 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები ( ბრძ . №1 52/01-01,19.06.201 9)

· მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება ( რეგისტრაცია ) – 26 აგვისტო - 2 სექტემბერი;
· გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა დამისი მშობლიური ენა არ არის ქართული ) - 3 სექტემბერი;
· გამოცდის შედეგების გამოცხადება - 4 სექტემბერი ;
· გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 5 სექტემბერი ;
· აპელაციის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი ;
· გამოცდა უცხო ენაში ( იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის , რომლებსაც მოეთხოვებათუცხო ენის გამოცდის ჩაბარება  -     3  სექტემბერი ;
· გამოცდის შედეგების გამოცხადება – 5 სექტემბერი ;
· გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  6 სექტემბერი ;
· აპელაციის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი ;
· გამოცდა სპეციალობაში ( წერითი კომპონენტი ) – 6 სექტემბერი ;
· გამოცდის ( წერითი კომპონენტი ) შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი ;
· გამოცდის ( წერითი კომპონენტი ) შედეგების გასაჩივრება – 11 სექტემბერი ;
·  აპელაციის ( წერითი კომპონენტი ) შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი ;
· გამოცდა სპეციალობაში ( იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის,  რომლებსაცმოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება ) – 10 სექტემბერი ;
· ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან   -  13-17 სექტემბერი ;
·  საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 18 სექტემბერი ; 
· ჩარიცხვის   ბრძანების პროექტის მომზადება - 20 სექტემბერი .

თსუ - ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა :

· განცხადება თსუ რექტორის სახელზე (იხილეთ განცხადების ფორმა);
· ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD- ზე ;
· ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებულიასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად   დამოწმებული ასლი; 201 9 წლის კურსდამთავრებულთათვის   - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭებისთაობაზე );
· პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ( პასპორტის ) ასლი ;
· უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისპროექტის - "CERTUS"- ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ( ასეთის არსებობისშემთხვევაში );
· ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ( ასეთისარსებობის შემთხვევაში );
· წვევამდელის სამხედრო - სააღრიცხვო მოწმობის ასლი ( ან სამხედრო ბილეთი , ასეთის არსებობის შემთხვევაში );
· უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში ) ;
· სხვა დოკუმენტი , თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა .

საკონტაქტო ინფორმაცია:

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის. : თბილისი , ი. ჭავჭავაძის გამზ. №3 , თსუ II კორპუსი , ოთახი № 166, ტელ.: (+995 32) 2 2 5 04 84 ;

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის. : თბილისი , ი . ჭავჭავაძის გამზ . № 1, თსუ I კორპუსი , ოთახი №208(სტუდენტთა მომსახურების ცენტრი)  ; ტელ. : (+995 32) 2 2 5 04 84 შიდა 1734;

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის. : ქ . თბილისი, ი . ჭავჭავაძის გამზ . №8, თსუ VI კორპუსი , II სართული , ოთახი № 207; ტელ. : (+995 32) 2 2 5 04 84 შიდა 6224;

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის. : ქ . თბილისი , უნივერსიტეტის ქ . №2, მაღლივი კორპუსი, ოთახი №101 (რესურსცენტრი 1) , ტელ.: (+995 32) 2 2 5 04 84 შიდა-9740, 9741, 9728;

იურიდიული ფაკულტეტი - მის. : თბილისი , ი . ჭავჭავაძის გამზ .№ 3, თსუ II კორპუსი , ოთახი № 126; ტელ. : (+995 32) 2 25 04 84 შიდა - 2229;

მედიცინის ფაკულტეტი - მის. : ქ . თბილისი , ბელიაშვილის №78, ა . ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი , მე- 3 სართული , ოთახი №330 (კანცელარია). ტელ. : (+995 32)   2 2 5 04 84 შიდა 1921;

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი . ჭავჭავაძის გამზ . №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 2 5 04 84 შიდა 3224.